logo
ENG



ქუთაისში კომპანია Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ

11 ნოე 202315:33
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კომპანია Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ. 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს.

აქციის მონაწილეები ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ.

ტაქსის მძღოლები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, არსებული ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ.

გაფიცული Bolt-ის თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეურთდნენ.


close დახურვა