logo
ENG



ქუთაისში მარიუპოლიდან ლტოლვილი უკრაინელები გაქურდეს

23 სექ 202211:58
3 წუთის საკითხავი
 

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში უკრაინიდან, მარიუპოლიდან ლტოლვილები გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა სახლის კარი მაშინ გატეხა, როცა დედამ შვილი სკოლაში წაიყვანა და 4 500 დოლარის ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღო.

ოჯახი აცხადებს, რომ დაკარგეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ და ცხოვრება ძალიან გაუჭირდებათ. 

შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 


close დახურვა