logo
ENG



ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავეს

22 აპრ 202415:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/cplqpw90popuvf7.png

ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი მიშიკო მუმლაძე დააკავეს.

მას ახლობლები სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

მუმლაძის მეუღლის განცხადებით, მიშიკო მუმლაძე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გეგმავდა შესვლას, სადაც ქართული ოცნების წევრების მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართებოდა. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა მუმლაძეს არ მისცეს უფლება, თეატში შესულიყო და ტერიტორიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ამ დროისთვის აქტივისტი სასამართლოში გადაჰყავთ.


close დახურვა