ქუთაისში, გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელექსპრესის ფილიალი გაქურდეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა არის წაღებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.