ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 ადამიანთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობა სიფრთხილისკენ მოუწოდებს.