logo
ENG



ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

04 ივნ 202412:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/b3t9ppt8l7vaakm.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად ბაჩი). ხოლო, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული დ.ც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, ქურდული სამყაროს წევრს - მეტსახელად ბაჩის მიმართა. მეორე მხარემ, თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში ქურდული გარჩევა მოეწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა