logo
ENG



ქუჩის დაბრუნება - დროება

27 ნოე 202222:30
3 წუთის საკითხავი
 

მოზარდებს შორის დაპირისპირებამ და ქუჩურმა გარჩევამ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭის, საბა მამფორიას სიცოცხლე იმსხვერპლა. ის, რომ ამ ასაკის ადამიანები ერთმანეთს ასე იმეტებენ, გარკვეული სიგნალის, მესიჯის მომცემია, და ამას წაკითხვა სჭირდება. კრიმინალი მრავალ ქვეყანაში იყო, არის და იქნება, მაგრამ ეს საგანგაშო მაშინ ხდება, როცა საზოგადოებას კრიმინალის მიმართ მოწიწება უჩნდება. ვისაც ძველი დრო გვახსოვს, ის მძიმე წლები გამოგვივლია, ათას გაუგებრობაში გამოვყოფილვართ, ჩვენ ცოცხლები დავრჩენილვართ, მაგრამ თანატოლები და მეგობრები დაგვიკარგავს, ახლა კი შვილები გვყავს და ზოგს უკვე შვილიშვილები - ზუგდიდელი ბიჭის მკვლელობის ტკივილთან ერთად, ეს ტენდენცია ყველას გვაღელვებს. რატომ ბრუნდება კრიმინალური მენტალიტეტი მოზარდთა წრეებში და რა განაპირობებს კვლავ გაჩენილ ლტოლვას ქუჩური სამართლის მიმართ.


close დახურვა