ზაქარია ქუცნაშვილი ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტი წერს. საქმე ეხება "პალიტრანიუსზე" ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემაში გაკეთებულ მის განცხადებას, სადაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 2019 წლის ივნისში, თბილისში გავრილოვი ქუცნაშვილმა ჩამოიყვანა. ამის შემდეგ ყოფილი დეპუტატი ტაბლიაშვილის ცოლს დაუკავშირდა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. ჟურნალისტი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ გავრილოვი იმ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა, რომლის წევრიც სწორედ ქუცნაშვილი იყო.