logo
ENG



ღაზას სექტორიდან თავდასხმის შედეგად ისრაელში სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 დაიღუპა

07 ოქტ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/3smcjgzlh272l48.jpg

ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 დაიღუპა. ზოგიერთ დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

სულ მცირე 80 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გადაიყვანეს სოროკას სამედიცინო ცენტრში, ისრაელის სამხრეთ ქალაქ ბეერ-შევას მთავარ სამედიცინო ცენტრში, ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

რამდენიმე საათია ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური დასახლებები მასშტაბური სარაკეტო დარტყმის ქვეშაა. შეირაღებულმა მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა სხვადასხვა გზით შეძლეს, მათ შორის პარაშუტებისა და პარაპლანების გამოყენებით. 

აფეთქებები იყო თელ-ავივის მახლობლად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სარაკეტო შეტევის შემდეგ ქალაქ აშკელონშიც, ყველაზე რთული ვითარება კი გავრცელებული ცნობით, ქალაქ სდეროთშია, სადაც, არმიასთან დაპირისპირების გარდა, მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას ქუჩებში უსწორდებიან.

სარაკეტო თავდასხმა ღაზას სექტორიდან შაბათს, გამთენიისას დაიწყო. პალესტინური დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ 20 წუთის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა გაუშვეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 


close დახურვა