logo
ENG



ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

28 ივლ 202613:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/28/wemvpysvuoijoxv.png

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში 31 წლის რაჰიმ აბდულაევი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაშავებულის დედის, საჰილა აბდულაევას თქმით, მის შვილს საკუთარი სახლის წინ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი პნევმატური იარაღიდან ესროლეს. მისი მტკიცებით, თავდასხმა იმ პირმა განახორციელა, რომელთანაც მის შვილს წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი.

რაჰიმ აბდულაევი შემთხვევის შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ იარაღიდან გასროლის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

 


close დახურვა