logo
ENG



ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაჭრილები

22 მაი 202211:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/09xmn5sjtlzdjzp.jpg
Reuters

გუშინ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს. ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა რეგიონზე სარაკეტო იერიში გამთენიისას, 02:44- საათზე მიიტანეს.

სოფელ ვოლნიანშჩინაში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უწყების ცნობით, თავმდასხმის შედეგად დაშავდნენ მოქალაქეებიც. თუმცა მათი რიცხვი, ამ დროისთვის უცნობია. 

„ამჟამად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ადგილზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან დაშავებული მოქალაქეებიც. ის აფეთქებების ხმა, რაც ზაპოროჟიეს მოსახლეობას ღამით ესმოდა ამ დაბომბვის ხმები იყო“, - წერს ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაცია.

 

close დახურვა