logo
ENG



ღამით საირმის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

05 ოქტ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, საირმის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე გასროლის ხმა და ყვირილი გაიგეს.

მათივე თქმით, კაცს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.


close დახურვა