logo
ENG



ღარიბაშვილი: ამ სიტუაციაში სტატუსის არმინიჭება იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა

30 მაი 202311:33
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ამ სიტუაციაში სტატუსის არმინიჭება იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება "უშველებელი შეცდომა" იქნება. ამის შესახებ მან ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"ეს კითხვა ჯობია დაუსვათ ევროპელ მეგობრებს - რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს? არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია. მოლდოვას და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს, ეს არის განსხვავება. ამიტომ არ გვესმის, რატომ. ჩვენ მარტო ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო, ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, 20% კვლავ არის ოკუპირებული, ამიტომ, სად არის განსხვავება? მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო, ამიტომ რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება უშველებელი შეცდომა", - თქვა მან [სინქრონული თარგმანი].

კითხვაზე, რას გააკეთებ საქართველო, ასე თუ მოხდა, პრემიერმინისტრი პასუხობს:

"საქართველო გააგრძელებს წინსვლას, ყველა იმ რეფორმით და განვითარებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გეოპოლიტიკურ, რთულ გარემოში, არ სიტუაციაში, სტატუსის არმინიჭება იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა".

აქამდე ღარიბაშვილს უთქვამს, რომ "სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი". ამაზე უსაუბრია თბილისის მერს, კახა კალაძესაც, რომელმაც თქვა, რომ "არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ".


close დახურვა