logo
ENG



ღარიბაშვილი: არავითარი 20-პუნქტიანი და 5-პუნქტიანი წერილები ჩვენთვის არ გადმოუციათ

27 მაი 202217:26
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისთვის არ გადაუციათ წერილი, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი. 

"არავითარი 20-პუნქტიანი და 5-პუნქტიანი წერილები ჩვენთვის არ გადმოუციათ". - საკითხს პრემიერმინისტრი ამ ერთი წინადადებით გამოეხმაურა. 

მანვე თქვა, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება, "დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროინტეგრაციის - ქვეყანა აღარ გვექნებოდა". 

24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის არის შემდეგი: 

  • შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა; 
  • ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები; 
  • ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
  • პროკურორის არჩევითობა; 
  • დიპლომატების ფარული მიყურადება. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადაეცა. 

მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.


close დახურვა