logo
ENG



ღარიბაშვილი: არსეტოვიჩი თავად არის შეურაცხყოფა

30 აპრ 202214:28
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი "თავად არის შეურაცხყოფა".

არეტოვიჩმა ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს თქვა, რომ დასავლეთი იბრძვის უკრაინისთვის და მზადაა, იბრძოლოს მოლდოვისთვის. რაც შეეხება საქართველოს, უკრაინელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დასავლეთი იბრძოლებდა მისთვისაც, რომ არა ამჟამინდელი მთავრობის "უცნაური ქცევა".

"თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა ვილაპარაკო ბევრი, არც მინდა გავაკეთო კომენტარები. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებითა და შეურაცხყოფეფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან", - უპასუხა ღარიბაშილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.


close დახურვა