logo
ENG



ღარიბაშვილი: მიუნხენში ვიყავი - ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს

20 თებ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: მიუნხენში ვიყავი - ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნის შემდეგ ამბობს, რომ "ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი".

მან აქვე ისაუბრა, ამ ფონზე "რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა".

"კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, კარგად გვესმის, რომ საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა.

ვიმყოფებოდი მიუნხენში, მოგეხსენებათ. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მიუნხენის კონფერენციას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე ძირითადად უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის მოწოდებები, რომ ქვეყანას იარაღი მიაწოდონ.

ღარიბაშვილი ოპოზიციამ გააკრიტიკა. მათი თქმით, მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს ინტერესების წარმოსაჩენად და გამოწვევებზე სასაუბროდ არ გამოიყენა.


close დახურვა