logo
ENG



ღარიბაშვილი: პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, წარმატებულ დღეს ვუსურვებ

27 მაი 202311:17
3 წუთის საკითხავი
 

პროტოკოლზე კრიტიკის შემდეგ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს დიასპორის ფორუმის ტრიბუნიდან არ უპასუხებდა. გამოსვლის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ყველას, გარდა პრეზიდენტისა.

"მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერმა.

27 მაისს დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა დამოუკიდებლობის დღეს პროტოკოლის დარღვევის გამო. მისი თქმით, არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, შემდეგ კი პრეზიდენტს.


close დახურვა