logo
ENG



ღარიბაშვილი: ხიდაშელმა მართლაც მომმართა, გადავამისამართე ბიზნესსექტორთან

27 აპრ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ხიდაშელმა მართლაც მომმართა, გადავამისამართე ბიზნესსექტორთან

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ბიზნესშეთავაზებით მიმართა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელს ვერ შეხვდა და ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

"მე დავით ხიდაშელმა მართლაც მომმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან, რაც თავადაც დაადასტურა. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც ხიდაშელთან ერთად რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს შეხვდა.

ახლა მინდა მთავარი კითხვა დავუსვა, აი, ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომ სკანდალის გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, შედეგი დადგა? ნული. არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელისა და თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია", - თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ვლადიმერ ევტუშენკოვი, ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

თვითონ ხიდაშელი კი ამბობს, რომ ალი უზდენოვს ბიზნეს სექტორთან ერთად ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. იგი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან "არანაირი შეხვედრა არ გამართულა".


close დახურვა