logo
ENG



ღარიბაშვილი მიშელს: ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია, ამისთვის მადლობას იმსახურებთ

20 აპრ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/20/8s0ynj4dkl7ezsz.jpg
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მედიაციისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მიშელის ჩართულობის შედეგად, შეთანხმება შედგა და ქვეყანაში "ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულდა".

"პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველ ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ 1 თვის და 20 დღის შემდეგ, მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა - შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად", - მიმართა ღარიბაშვილმა შარლ მიშელს.

გუშინ, 19 აპრილს, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.


close დახურვა