logo
ENG



ღარიბაშვილი ოდიოზური მინისტრია, თავს იმკვიდრებს სიბნელით, მასთან კითხვები არ გვაქვს-კაპანაძე

12 ივნ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივა. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს მინისტრის საათის ფარგლებში ეწვევა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, ამიტომ ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობისა და "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები დახვდებიან.

ბოიკოტის რეჟიმში "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ისინი სხდომებს იქამდე არ დაესწრებიან, სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. გარდა ამისა, დეპუტატმა ღარიბაშვილს ოდიოზური მინისტრი უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან კითხვები არ აქვს. 

"ღარიბაშვილი არის განსაკუთრებულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავის სიბნელით, არაკომპეტენტურობით და რეალურად მასთან ამის გამო არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში, მათ შორის ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების შესახებ და მისი საათების შესახებ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 


close დახურვა