logo
ENG



ღარიბაშვილი პოლონელ ექიმზე: შესაძლოა, რაღაც სხვა განზრახვები ჰქონოდათ, დრო გვაჩვენებს

15 ივლ 202314:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/pi2i08kyf6c0hbb.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის "მალულად გატანა" სცადა და ამბობს, რომ მათ შესაძლოა "რაღაც სხვა განზრახვა ჰქონოდათ". ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამას "დრო გვიჩვენებს".

"უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა, მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი - თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა თქვენ იცილეთ კადრები, ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვევრცელებინა ის კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რაც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ.

ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე, ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა ჰქონოდათ მათ, ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან.

მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში", - განაცხადა მან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა. პენიტენციური ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.


close დახურვა