პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას 5 საათის შემდეგ გამოეხმაურა.
ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია", - დაწერა ღარიბაშვილმა.