ღარიბაშვილის მორიგი სპექტაკლი პარლამენტში - განაწილებული როლები, გადაძახილებით, ბოლოში მადლობებით, ქება-დიდებით, ცუდი იუმორით და რაც მთავარია, უცვლელი შეურაცხმყოფელი და აგრესიული ტონით. თუ ქვეყნის პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას პროვინციული პოლიტიკური ჭაობის სტანდარტამდე დავიყვანთ, პრინციპში ღარიბაშვილი შესაქებია, თავის ამომრჩეველს ესაუბრა მათი ქეცის ფხანის ნაწილში, საარჩევნო კამპანიის ძირითადი თეზისები "ომი უნდათ", "ქართველობას და ტრადიციებს არ წავართმევინებთ", "პატრიარქის და სარწმუნოების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ", "ბავშვებზე გეიპროპაგანდას არ დავუშვებთ", "ეკონომიკური ბუმი გვაქვს და ქოლგები დაიჭირეთ, რომ ბევრი ფული თავზე არ დაგეყაროთ"... მოკლედ ახალი და საინტერესო არაფერი. პარლამენტში მისვლამდე ივანიშვილის პროპაგანდამ ხალხს სიხარულით აუწყა რომ სანქციებზე მომუშავე სამეულმა ხელისუფლება შეაქო. მაგრამ უცებ გაირკვა, რომ დასავლეთს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაშია ჩართული. დროება მოგიყვებათ იმ მთავრობის აბსურდის თეატრზე, რომელსაც სანქციები მეტეორივით უახლოვდება.
ღარიბაშვილის აბსურდის თეატრი - დროება
02 ივლ 202320:21
3 წუთის საკითხავი