logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

02 ივლ 202117:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/02/tn8tge2jbdd2x82.jpg

სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. ეს ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ მათი გათვლებით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

"ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 350 ბრიგადა გაიშლება, რომელიც დაკომპლექტებულია ექიმებით. ჩვენი გათვლებით, დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩავატაროთ იმისათვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

დღეს, 2 ივლისს, საქართვეოლოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შემოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უახლოეს კვირებში შემოვა კიდევ დამატებითი ერთი მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა. 

რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, ღარიბაშვილის თქმით, ის ივლისიდან ეტაპობრივად შემოვა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 2 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

 

 


close დახურვა