logo
ENG



ღარიბაშვილის ინტერპელაცია პარლამენტში

18 ნოე 202219:56
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, დღეს პირიქით, ოპოზიციისკენ იშვერდა თითს. ქართული ოცნების ტაქტიკა გამოკვეთილია - ყველაფერი ოპოზიციას უნდა დამბრალდეს. ღარიბაშვილი ტრიბუნასთან ენერგიის დაზოგვის დაპირებით დადგა, მაგრამ მალევე ჩადგა ჩვეულ კალაპოტში.

კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა, მაგრამ დაადასტურა ანტიდასავლური გზავნილები. რომ თითქოს ევროკავშირის სტატუსი განსაკუთრებული არაფერია, რომ თითქოს უკრაინაში ომის შემჩერებელი არავინაა, მაშინ, როცა ახლა უკრაინა რუსეთს სწორედ დასავლეთის დახმარებით უკან ახევინებს.


close დახურვა