logo
ENG



ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი დანიშნა

10 მარ 202110:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/10/i5yf2ne5rfbeu9w.jpeg

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ილია დარჩიაშვილი დანიშნა. 

ადმინისტრაციის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე - საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი კახა ქემოკლიძემ, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, 24 თებერვალს დატოვა


close დახურვა