ღვინის ქარხანაში მწერალ დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ილუსტრირებული ორენოვანი წიგნი სახელწოდებით „საქართველო ღვინის სამშობლო“ - ავტორი მკითხველს ქართული ღვინის 8-ათასწლოვან ისტორიასა და ქართული ღვინის ფენომენის შესახებ უამბობს.
როგორ იქცა ვაზი, ვენახი და ღვინო ქართველი ერის განუყოფელ ნაწილად - პოპულარულ ენაზე დაწერილი წიგნი მკითხველს მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.