logo
ENG



ყაველაშვილი: ისეთები ჩაიდინეს, რა გიკვირთ, რომ ვიღაცას წამოსცდეს მსგავსი სააკაშვილზე

13 დეკ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
ყაველაშვილი: ისეთები ჩაიდინეს, რა გიკვირთ, რომ ვიღაცას წამოსცდეს მსგავსი სააკაშვილზე
ვახო ქარელი/ფორმულა

რა ვიქტორ ჯაფარიძემ, სადმე გააკეთა რამე განცხადება? არა, ერთი კითხვა მაქვს, ასე, როგორც მე ვდგავარ ახლა ჟურნალისტების წინაშე, ასე განაცხადა? ჰოდა, პაატა მანჯგალაძეს სხვა რაღაცებსაც ვეუბნებით პირად საუბრებში და პირადი საუბრის გამოტანა... კამერით, ახლა, თქვენ თუ გადაიღეთ პირადი საუბარი, თქვენ ბევრ რამეს იღებთ და ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებთ.

მისი მოსაზრება, ამ პირად საუბარში ბევრი რაღაცის თქმა გვიწევს, პირადი საუბარი როცა არის, ამიტომ უნდა გავმიჯნოთ, ირაკლი ზარქუას არ იყოს, მთელს მსოფლიოს რომ მოსდეთ და დღის წესრიგში გამოიტანეთ ეს თემა. სამარცხვინო არის ეს თქვენი მხრიდან, პირადი საუბრის გამოტანა... პირად საუბარში ახლა ასე ნათქვამი, ახლა მე რაზეც ვისაუბრე და რაც ჩადენილი აქვს ამ ადამიანს, ვიღაცამ შეიძლება, წამოიძახოს კიდევაც, ოღონდ პირად საუბარში, ეს სხვა რამეა. მაგრამ ოფიციალურად, ჟურნალისტების წინაშე მსგავსი რამე ჩვენგან არ თქმულა.

მე თქვენ გპასუხობთ რომ ეს არის პირად საუბარში წარმოთქმული ფრაზა და ამას ახლა საქართველოში უმრავლესობა იძახდა, ისეთი საშინელებები ჩაიდინა იმ რეჟიმმა და ამ ადამიანის ლიდერობით და მმართველობით ათასობით ადამიანი აწამეს და გააუპატიურეს ციხეებში და რა გიკვირთ ახლა, რომ ვიღაცას წამოსცდეს, მსგავსი რამე თქვას მიხეილ სააკაშვილზე? რაც მათ გაკეთებული აქვთ. თქვენთან საუბარში თქვა? თქვენთან საუბარში თუ არ უთქვამს, მე ჩემს კოლეგას ვესაუბრები და რასაც ჩემს კოლეგასთან პირად საუბარში ვისაუბრებ, რატომ გამოგაქვთ?


close დახურვა