logo
ENG



ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჯომრად ტოკაევმა​ რუსული ორდენის მიღებაზე უარი თქვა

19 ივნ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომრატ ტოკაევმა​ რუსული ორდენის მიღებაზე უარი თქვა. 

გამოცემა Tengrinews.kz-ს პრეზიდენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ტოკაევმა ზოგადად უარი თქვა უცხოური ჯილდოების მიღებაზე და ეს რუსეთსაც ეხება. 

პრესსამსახურის ცნობით, ტოკაევს რუსულმა მხარემ ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოება შესთავაზა. 

"სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთს მადლობა გადაუხადა პატივისთვის. თუმცა, გადაწყვიტა, არ მიიღოს არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა უარი თქვა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე". - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში. 

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა დონეცკსა და ლუჰანსკს კვაზი სახელმწიფოები უწოდა, რომლებსაც არ აღიარებს, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, კოსოვოს და ტაივანს.  


close დახურვა