logo
ENG



ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს სულ 164 ადამიანი დაიღუპა

09 იან 202217:04
3 წუთის საკითხავი
clock 945
2022/01/09/iecehzlxm16xbtk.jpg

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არეულობის დროს სულ 164 ადამიანი დაიღუპა. 

რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეებს, ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო დახმარებას ამ დროისთვის 2 265 ადამიანმა მიმართა. 

ბავშვთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. კერძოდ, არეულობის დროს დაიღუპა 4 წლის გოგო, ასევე 11 და 15 წლის მოზარდები. 

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი. 

ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა. გაითიშა ინტერნეტი. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

თავის მხრივ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა. 

ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 


close დახურვა