logo
ENG



ყაზახეთში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჟუმაბაი კარაგაევი დააკავეს

15 იან 202218:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/15/ghz2bbugs5wlqco.png

ყაზახეთში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჟუმაბაი კარაგაევი დააკავეს.

ყაზახეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, მასთან ერთად, დაკავებულები არიან ელექტრონული სავაჭრო პლატფორმების ხელმძღვანელები და პირები, "რომლებიც მონაწილეობდნენ თხევადი ნავთობის ფასების არაგონივრულ ზრდაში". 

კარაგაევს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ყახაზეთში 2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა. გაითიშა ინტერნეტი. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა. 

ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 

11 იანვარს ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს, 14 იანვარს კი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს. 


close დახურვა