logo
ENG



ყაზახური მედიის ინფორმაციით, ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა

07 იან 202220:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/07/1m99vvfi55kdphi.jpg

ყაზახური მედიის, orda.kz-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა.

მათი ცნობით, ყაზახეთი ასევე დატოვეს მისმა შვილებმა ოჯახებთან ერთად. ქვეყანაში რჩება ყოფილი პრეზიდენტის ძმა ბოლათ ნაზარბაევი.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. 6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ჯარს გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის უფლება მისცა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაციის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა. გენერალურ პროკურატურამ პროტესტის ფონზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც ცნობილია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის "მშვიდობისმყოფელები" უკვე მონაწილეობენ ოპერაციებში. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ОДКБ-ს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან. ეტაპობრივად ჩაფრინდებიან შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნის სამხედროებიც. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ქვეყნის ჯარები ყაზახეთის მიწაზე, როდესაც ყაზახეთს თავად აქვს საკუთარი სამხედრო რესურსები. ნედ პრაისის თქმით, აშშ დააკვირდება უცხო ჯარების მოქმედებას ყაზახეთის ტერიტორიაზე და ასევე, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.


close დახურვა