ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირია დაკავებული.
ბრალდებულებს, თბილისში ტურისტული ოფისი ჰქონდათ და დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ. მათ შორის ყალბ საბანკო ამონაწერებს, სახელფასო ცნობებს, დიპლომებსა და ქორწინების მოწმობებს.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მტკიცებულებები. დანაშაული 3 წლამდე თავუსუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.