logo
ENG



ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის 3 პირი დააკავეს

12 ივნ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ორ ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს, რა გზითაც საკუთარ კომპანიას 47 ათას ლაზე მეტის დღგ-ს ყალბი აქტივი შეუქმნეს.

მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის საქონლის ფიქტიური გაწერები განახორციელა, რითიც შეიქმნა და გამოიყენა დღგ-ს 18 ათას ლარზე მეტის ყალბი აქტივი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"


close დახურვა