19 წლის ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე 17 პირის დაკავებას მიესალმება.
როგორც ნიკოლაძემ "ფორმულას" განუცხადა, დაკავებულების რაოდენობა საქმის მასშტაბიდან გამომდინარეობს.
"17 პირია დაკავებულია. ვაფასებ დადებით, რადგან ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. ეს რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში და გასაკვირი არ არის", - განაცხადა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.