logo
ENG



ყველა ინფიცირებული რუსეთიდან გადმოვიდა - ოკუპირებულ ცხინვალში 11 კოვიდინფიცირებულია

08 მაი 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის გავრცელების წყარო რუსეთია. დე- ფაქტო რესპუბლიკა 10-დან 17 მაისამდე რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად კეტავს. შეზღუდვები სატვირთო ავტომობილებსაც შეეხებათ.

რეგიონში ამ დროისთვის კოვიდ 19-ის 11 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ცხინვალში მცხოვრები ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ დაინფიცირებულთა შორის არიან ხანდაზმული და არასრულწლოვნები. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაფიქსირებიდან ორი დღის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მოსახლეობა ქუჩაში შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება. მათ შორის იმართება აღლუმები ომის ვეტერანების მონაწილეობით. 

"ადგილზე ვითარება მშვიდია. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, პანიკა არ შეინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული რუსეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა. უმრავლესობა სტუდენტია, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც იცით, სასუნთქი აპარატები რუსეთს გადავედით და ახლა, როცა ჩვენც დაგვჭირდება, დაგვიბრუნებენ. არსებული ინფორმაციით კარანტინში 175 ადამიანი იმყოფება",-აღნიშნავს ზარინა სანაკოევა. 

 


close დახურვა