logo
ENG



ყველა კითხვა დაუსვით პრესცენტრს - სასულიერო პირები ჟურნალისტებთან კომენტარს აღარ გააკეთებენ

14 ივნ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქო მედიასთან კომუნიკაციის ფორმას ცვლის. იერარქები ჟურნალისტებთან კომენტარებს არცერთ თემაზე აღარ გააკეთებენ. საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა.

სავარაუდოა, რომ იერარქების უკმაყოფილება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების მიმართ მედიის ინტერესმა გამოიწვია.

„საკითხებზე, რომელზეც თქვენ კითხვას სვამთ, უნდა გიპასუხოთ პრესცენტრის წარმომადგენლებმა. აქ ბრძანდებიან და ყველა კითხვა შეგიძლიათ მათ დაუსვათ, ჩვენი აზრი არის საერთო - პრესცენტრის წარმომადგენლები განგიმარტავენ", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელმა ნავთლუღში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „ფორმულას“ კითხვაზე უპასუხა, რომ დეტალები მისთვის არაა ცნობილი.

„არ ვარ გაცნობილი პროექტს დ ავერ გეტყვით მიზეზს. რადგან ეს საკითხი ასეთი საინტერესო გახდა, დაფარული არაფერი არ იქნება და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ან ვიდეორგოლი ჩავწეროთ, ან რაიმე საინფორმაციო გადაცემაში გავაჟღეროთ. გუშინ გავიდა სიუჟეტი და დეტალები დღეს არ ვიცით", - ამბობს გურამ ჭარელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ერთ ლარად გადაცემის საკითხი „შაბათის ფორმულამ“ გამოიძია - როგორც გაირკვა, თავდაპირველად ტაძრის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსები შენდება.


close დახურვა