logo
ENG



ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იქეთკენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით - გოცირიძე

10 თებ 202022:52
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება არჩევნების გზით, რადგან მან დაკარგა ნდობა როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო პარტნიორებში.

„სამარცხვინოები არიან და დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან. დღეს ყველა ეკუთვნის ერთ ადამიანს - რამდენი ვიბრძოლეთ ამ სამარცხვინო მოსამართლეების წინააღმდეგ. ვამბობდით, რომ აუცილებლად ჩაიდენდნენ ამ უმსგავსობას. რა ღონე არ ვიხმარეთ, მაგრამ აგერ პირველივე დღეს დააპატიმრეს გიგი უგულავა. ხვალ და ზეგ პარლამენტი დაამტკიცებს ირაკლი შოთაძეს. სასამართლო სისტემა იყო ბოლო ძალაუფლების უზურპაციის გზაზე და ახლა დასაპატიმრებელთა რიგში დგას უამრავი ადამიანი. ვერაფერი გადაარჩენს ხელისუფლებას, რომელმაც დაკარგა ნდობა მისი ხალხისაც და საერთაშირისო პარტნიორებისაც. რა განწყობაც იყო დღეს ოპოზიციაში, გიგის ოჯახში, იგივე განწყობა იყო ტელეეკრანებთან. რაც უფრო მალე შევაჩერებთ ამ ძალას, მით მალე გვექნება შანსი ამ ჭაობიდან ამოსვლის. ნულია შანსი მათ პირობებში წინ გადავდგათ ნაბიჯი. ამიტომ ამის წინააღმდეგ ნაბიჯი არის პროტესტი - მიტინგები პარლამენტს გარეთ, შიგნით, ზეწოლის გაძლიერება. უკვე ჩამოყალიბებულია აზრი, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, შეიძლება მივიღოთ ქვეყნის იზოლაცია. ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იქეთკენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით. გვეყო რვაწლიანი რუსული ექსპერიმენტი", - აცხადებს რომან გოცირიძე.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა