logo
ENG



ყველა ქვეყნიდან ვიბრძოლეთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის - სტრასბურგში აქცია გაიმართა

23 ნოე 201919:40
3 წუთის საკითხავი
 
pays2xy5e1nl6og.jpg

სტრასბურგში, ევროპარლამენტთან ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ტრანსფარანტებით გააპროტესტეს.  

"სისხლის ფასად მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები, მაგრამ, რატომღაც, ივანიშვილმა და მისმა თაღლითურმა ბანდამ გადაგვაგდო. ჩვენ არ გავჩერდებით, საფრანგეთში ვიქნებით თუ სხვაგან, ყველა ქვეყნიდან ვიბრძოლეთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

აქციაზე მყოფი ახალგაზრდები ამ სახით თბილისში გამართულ პროტესტს უცხადებენ სოლიდარობას და ამბობენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათმობენ.

"აქ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა თბილისში შეკრებილი მანიფესტანტებისთვის. ასევე, შევახსენოთ ივანიშვილს, რომ, მართალია, ის მოვიდა ტყუილი დაპირებებით, მაგრამ ამჯერად ეს არ გაუვა. პროპორციული სისტემა არის მონაპოვარი ჩვენი ახალგაზრდების სისხლით და ჩვენ არაფრით არ დავთმობთ ამას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა წევრმა. 


close დახურვა