"ახლა მთავარი ამოცანაა ის, რომ ყველამ ერთად მოვიპოვოთ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. ცალ-ცალკე ამას ვერ შევძლებთ, ვერც "ნაციონალური მოძრობა" და მით უფრო დანარჩენები, ვინც ამჯერად უფრო სუსტ მდგომაროებაში ვართ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა",- ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე.
როგორც ბურჯანაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ერთიანი ძალებით ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია.
"ყველა უნდა შევეცადოთ მოვიპოვოთ ეს თავისუფალი არჩევნები, რათა არავის ხმა არ დაიკარგოს და აისახოს პარლამენტში. მერე უკვე "ნაციონალური მოძრაობა" მოვა, თუ ბურჯანაძე, ვისაც გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, ის ძალა მოვა საპარლამენტო არჩევნებში. პროპორციული არჩევნები ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, ასე რომ, ნუ გვაშინებს ბიძინა ივანიშვილი. ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში", - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.