logo
ENG



ყირგიზეთში საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად 1 პირი დაიღუპა, 590 დაშავდა

06 ოქტ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 
hwhcaubg19qb259.jpeg

ყირგიზეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 590 ადამიანი დაშავდა, 1 ადამიანი დაიღუპა. 

როიტერის ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, ადგილობრივ მედიას ეყრდნობა, საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია. 

ყიირგიზეთის ბირიმდიკის პარტიამ, რომელიც პროსამთავრობოდ ითვლება, ხმების 26%-ზე მეტი მიიღო. წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პარტიამ, მეკეინმა - 24%. 7%-ბარიერი კიდევ 3-მა პარტიამ გადალახა. 

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ყირგიზეთში ჩატარებულ არჩევნებში ”ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო", მაგრამ შესაძლო მოსყიდვა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

პროტესტის შედეგად ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გადადგა. ყირგიზეთში 6,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა რუსეთთან არის დაახლოებული. ბოლო 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთის 2 პრეზიდენტი შეიცვალა რევოლუციით. 


close დახურვა