logo
ENG



ყირიმში საწვავის ავზი იწვის - რუსეთის თქმით, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმის გამო

29 აპრ 202310:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/sd2r69hlox3mvdz.png

დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის. როგორც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, მიხაილო რაზვოჟაევი აცხადებს, ცეცხლი, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმამ გამოიწვია.

ე.წ. გუბერნატორის ცნობით, ადგილზე ყველა საჭირო სპეცსამსახური მუშაობს, კერძოდ, მობილიზებულია 18 სახანძრო ბრიგადა და 60 მაშველი - ხანძრის ფართობი, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრია. რაც შეეხება ინფორმაციას დაზარალებულების შესახებ, რაზვოჟაევის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც რუსული სახელისუფლებო მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.


close დახურვა