logo
ENG



ყიფშიძე: სააკაშვილის წონა ცვალებადია, ეს ნიშნავს, რომ თირკმელი უკვე არც ისე კარგად მუშაობს

02 ნოე 202123:52
3 წუთის საკითხავი
 
ყიფშიძე: სააკაშვილის წონა ცვალებადია, ეს ნიშნავს, რომ თირკმელი უკვე არც ისე კარგად მუშაობს

ექიმი ნიკოლოზ ყოფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად დაახლოებით 17-18 კილოგრამი დაიკლო. 

ამასთან, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის წონა ცვალებადია - განსხვავებული მაჩვენებელია დილით და საღამოს, რაც წყლის ხარჯზე ხდება. 

"ეს არ არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ თირკმელი უკვე არც ისე კარგად მუშაობს. ზუსტად არ ვიცი, სადაც ანალიზების პასუხები არ მექნება, ზუსტ კომენტარს ვერ გავაკეთებ". - თქვა ყიფშიძემ ტვ პირველის ეთერში.

ექიმმა ექსპრეზიდენტი ციხეში დღეს, 2 ნოემბერს მოინახულა. ციხის დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ სააკაშვილი ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმა. ტესტირება ექსპრეზიდენტს ხვალ, 3 ნოემბერს ჩაუტარდება. 

კვლევას ციხეში ჩაატარებენ. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 33-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა