logo
ENG



ყიფშიძე სააკაშვილზე: შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს საავადმყოფო არაა

13 ნოე 202101:18
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს მაღალი წნევის პრობლემა და სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მკურნალობას ვერ იღებს და ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილია განთავსებული საავადმყოფო არ არის.

"მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა პრეზიდენტი, პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა. არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის გაგრძელება ასე მკურნალობა შეუძლებელია, ყოველდღე ვიძახი ამას, მაგრამ რატომღაც საქართველოს მოსახლეობას ეს არ ესმის ან მე ვლაპარაკობ ცუდად, ყოველდღე იქნება უარესი და უარესი, ასე თუ გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც, ამჟამად დავასტაბილურეთ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა, არც შიმშილობას წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო, როგორ უნდა მოველოდოთ კარგ შედეგს" ,- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია არა გლდანის ციხის სამედიცინო ნაწილში არამედ, კლინიკის მეხუთე სართულზე, ოთახში სადაც მას სიცოცხლისთვის საჭირო არც ჟანგბადი აქვს და არც სამედიცინო აღჭურვილობა.

ხერხეულიძის თქმით როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საკნის სარკმელს გააღებს სხვა პატიმრები, მისი კედლის წინ საკნებიდან მას შეურაცხყოფას აყენებენ, რაც ხერხეულიძის თქმით, პატიმრებს დავალებული აქვთ.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა