logo
ENG



ყოფილი პარლამენტარების პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება

15 ნოე 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
ყოფილი პარლამენტარების პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ახალი ცვლილებების თანახმად, პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიის ზედა ზღვარი გაიზრდება და იქნება 1000 ლარი. მისი თქმით, ეს ზღვარი ბიუჯეტის ცვლილებიდან გამომდინარე იცვლება. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება პენსიებს ყოფილი წევრებისთვის, აქაც არის ცვლილება. იცით, რომ განვიხილავთ ბიუჯეტს - დღეს არსებული სისტემა არის ასეთი, რომ ანაზღაურების 2/3, თუ არ ვცდები, არის ყოფილი პარლამენტის წევრის პენსია, თუმცა ჭერი არის დადგენილი 560 ლარის ოდენობით, ამის ზემოთ ვერ იქნება. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ., ბევრ სეგმენტს ფარავს.

და იცით, რომ ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ამიტომ, ყოფილ პარლამენტის წევრებს რაც შეეხებათ, მათ შორის მათაც, ვისაც აქვთ დამსახურება ქვეყნის წინაშე, ეს ცვლილება მათაც შეეხება, პირველი იანვრიდან 560 ლარის ნაცვლად იქნება 1 000 ლარი პენსია პარლამენტარების, გაიზრდება ბიუჯეტის ცვლილებიდან გამომდინარე.

დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი არის იმიტომ, რომ დადგენილია ჭერი. კანონის მიხედვით, წესით უნდა იყოს არსებული ხელფასის 2/3, თუმცა ვინაიდან ჭერია 560, ამას ვერ სცდება. ეს ჭერი ბიუჯეტით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ამ ბიუჯეტის მიხევდით იზრდება 1000 ლარამდე.

ეხება ბევრ სეგმენტს, ჩვენი საზოგადოების, პენსიონერებს და მათ შორის ეხება პარლამენტის ყოფილ წევრებსაც, ვინაიდან ისინიც ამ სეგმენტში არიან მოქცეული, 1000 ლარამდე აიწევს ჭერი და შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა