logo
ENG



ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობა - ბათუმში ერთი პირი დააკავეს

02 ივნ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
kk8xf4gb42bphjm.png
ყოფილი ისძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ბათუმში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

close დახურვა