logo
ENG



შაბათის ფორმულა: ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი აჭარაშია

17 ოქტ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი საქართველოშია. კ

კერძოდ, წყაროს ცნობით, ის უკვე რამდენიმე კვირაა, ბათუმში, კონსპირაციულ ბინაში, დაცვასთან ერთად ცხოვრობს. 

აღნიშნული ინფორმაცია შაბათის ფორმულამ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროსგან შეიტყო. 

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ გორაძე ბათუმის თევზის ბაზარში, ერთ-ერთ რესტორანში იყო და მისთვის დროებით იქ მხოლოდ მომსახურე პერსონალი დარჩა.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი, რომელიც ბოლო ოფიციალური ცნობით, მინსკის საექსტრადიციო პატიმრობაში იყო, საქართველოში, წინასაარჩევნოდ, არაოფიცილური გზებით ჩამოვიდა და სიტუაციას აჭარიდან მართავს. მან საჰაერო საზღვარი სავარაუდოდ უკრაინიდან გადმოკვეთა.

ამასთან, წყარო ფორმულას უყვება, რომ არჩევნებში დასახმარებლად ქართულ ოცნებას ქემალფაშაში 20-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავს მობილიზებული. 

მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.


close დახურვა