logo
ENG



შაბათის ფორმულა: თბილისში, რუსული შავი ბაზრიდან ნარკოტიკების შეძენა კრიპტოვალუტით ხდება

20 თებ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, რუსულ შავ ბაზარზე, ინტერნეტ პლატფორმებზე, ყველა სახის ნარკოტიკის შეძენა კრიპტო ვალუტით არის შესაძლებელი. 

შაბათის ფორმულამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დადგინდა, რომ თბილისელ ნარკო რეალიზატორებს, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე სხვადასხვა შემადგენლობის მცირე შეფუთვები უკვე გადამალული აქვთ. 

საგამოძიებო რეპორტაჟის დროს გაირკვა, რომ ინტერნეტ მაღაზიაში შესაბამისი ფასის გადახდის შემდეგ, დილერი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ნარკოტიკის ადგილმდებარეობის შესახებ. თანხა აპარატიდან ირიცხება. 

რუსულ საიტზე ყველა სახის ნარკოტიკის შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის ყველაზე დაბინძურებული, სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში - ამფეტამინის ჯგუფის სხვადასხვა სახეობების ნარკოტიკებიც არის. საგამოძიებო რეპორტაჟის ფარგლებში შაბათის ფორმულა ერთ-ერთს შეიძენს. 

ინფორმაცია შაბათის ფორმულას არასრულწლოვანი მომხმარებლის დედამ მიაწოდა. ახალგაზრდა ქალი შაბათის ფორმულასთან კავშირზე საკუთარი სურვილით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქალაქში სხვადასხვა ქიმიური მინარევებით დაბინძურებული ნარკოტიკის შოვნა უმარტივესია ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

კრიპტო ვალუტის აპარატები, საიდანაც ნარკოტიკისთვის სასურველი რაოდენობის ბიტკოინს დილერს ურიცხავენ, თბილისში ყველგან დგას. მათ შორის ისეთ მაღაზიებში, რომელიც 24 საათი მუშაობს.

საგამოძიებო რეპორტაჟის დასასრულს შაბათის ფორმულამ ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.  


close დახურვა