შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ახალი პარტიის შესაქმნელად ემზადება და მისივე ყოფილი თანაგუნდელებისგან ე.წ. პროდასავლური ფლანგის შექმნას აპირებს.
ივანიშვილის ახალ პარტიას, სავარაუდოდ, მისივე ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი უხელმძღვანელებს, პარტიის წევრებად კი კახა კუჭავა და დავით სერგეენკო სახელდებიან.
შაბათის ფორმულას ცნობით, ხსენებული პირები ივანიშვილთან შეხვედრა უკვე გამართეს.
შაბათის ფორმულამ ბიძინა ივანიშვილის ახალი გეგმების გადასამოწმებლად მის ყოფილ თანაგუნდელებს მიაკითხა - უმრავლესობა ოლიგარქთან მომავალ თანამშრომლობას გამორიცხავს.