logo
ENG



შაბათის ფორმულა: კალაძის დუბაიში ყოფნის დროს, იქ მთავრობის ჩარტერული თვითმფრინავიც იყო

24 აპრ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მაშინ როდესაც თბილისის მერი კახა კალაძე, ოჯახის წევრებთან და ძმაკაცებთან ერთად, დუბაიში ისვენებდა, გაერთიანებულ საამიროებში, საქართველოდან სამთავრობო ჩარტერი გაფრინდა. ეს სწორედ ის თვითმფრინავია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ვიზიტებს უნდა ემსახურებოდეს და რომლითაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა.

სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება მთავრობის საქმიანობისთვის, მხოლოდ პრემიერმინისტრის თანხმობითაა შესაძლებელი და ის პროტოკოლით მკაცრად რეგულირდება.

აღნიშნულმა თვითმფრინავმა დუბაიში 8 დღე დაჰყო. თვითმფრინავი საქართველოდან დუბაიში 10 აპრილს ჩაფრინდა და უკან 18 აპრილს დაბრუნდა. რეისების შესრულება ფლაიტ რადარის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით დასტურდება. 

აქვს თუ არა კავშირი კალაძის და მისი მეგობრების არაბულ არდადეგებს კავშირი ჯორჯიან ეარვეისის სამთავრობო ჩარტერთან - თბილისის მერიაში უარყოფენ, რომ კახი კალაძემ, მისმა მეგობრებმა და მათი ოჯახის წევრებმა სამთავრობო ჩარტერით ისარგებლეს. 


close დახურვა